ჩვენს შესახებ

წინამდებარე  ბლოგი შექმნილია პროექტის ,,გაძლიერდი და შეცვალე“ ფარგლებში,    რომელიც ხორციელდება სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“  მიერ. პროექტის მთავარი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერება იმისათვის, რომ მათ შეძლონ საკუთარი შვილების უფლებების უკეთ დაცვა, ასევე გააქტიურდნენ და გააძლიერონ სხვა მშობლები, რომლებიც არ ფლობენ შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირთა  უფლებების  შესახებ ინფორმაციას.

პროექტი გაძლიერდი და შეცვალე

საქართველოს მთელ რიგ რაიონებში  შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვები ფაქტობრივად არ იღებენ მათთვის კუთვნილ მომსახურებებს. სახელმწიფო, სერვისების განუვითარებლობის მიზეზად ადგილობრივი მოსახლეობის პასიურ როლსა და შშმ ბავშვების მშობლების მიერ ინიციატივის საკუთარ თავზე აღების ნაკლებობის პრობლემას ასახელებს. მეორე მხრივ იმ რეგიონებში, სადაც ეს მომსახურებები განვითარებულია, მათში ინტეგრირებული ბავშვების მშობლები არ ფლობენ საკმარის ცოდნასა და კომპეტენციას გააძლიერონ საკუთარი თავი, დაეხმარონ სხვა  მშობლებს, რომელთაც ახლად შეეძინათ შშმ ბავშვი, მოახდინონ ძალების კონსოლიდაცია და სოლიდარობის პრინციპით მიიტანონ ცვლილება საქართველოს ყველა კუთხემდე.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გამოცდილი გზა და საერთაშორისო საზოგადოებაში აღიარებული საუკეთესო პრაქტიკაა მშობლების გაძლიერება თანასწორი-განმანათლებელი ჯგუფებით, რომლის ფარგლებშიც გამოცდილი მშობელი ახალ მშობელს უზიარებს თავის გამოცდილებას, ასწავლის ბარიერების გადალახვასა და პრობლემების მოგვარების გზების მოძიებას. ისინი ერთად ქმნიან შშმ ბავშვთა უფლებებისათვის მებრძოლ  მშობელთა ადვოკატირების მოძრაობას.

აღნიშნული საკითხის მოგვარებაში თავისი მოკრძალებული წვლილის შეტანა სურს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“.

 პროექტის  მიზანი

შშმ ბავშვთა უფლებების დაცვა მშობელთა თანასწორ-განმანათლებელთა ქსელის შექმნით.პროექტით  გათვალისწინებული  საქმიანობის აღწერა

პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებების” წარმომადგენლებმა გადაამზადეს თბილისის 40 შშმ ბავშვის მშობელი და მიაწოდეს  მათ მაქსიმალური ცოდნა და კომპეტენცია საკუთარი შვილების უფლებების დასაცავად, ასევე სხვა მშობლების გასაძლიერებლად და შშმ ბავშვების მშობლების მოძრაობის დასაწყებად საქართველოს  მაშტაბით.

blogi

“ჩვენ ამ მშობლებს მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ, ადამიანის უფლებების აქტივისტებმა ბევრი წლის მუშაობის შედეგად მოვიპოვეთ. ჩვენ მათ გავუზიარეთ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის დაუძლეველი სურვილი და ვაჩვენეთ, რომ ამ სახელმწიფოში დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას უპირველესად იცავენ უბრალო მოქალაქეები. სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები არიან ადამიანის უფლებების დამცველები და მათგან იწყება ცვლილებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში”

პროექტის მსვლელობისას შეირჩა 40 აქტიური მონაწილე, რომლებმაც გაიარეს 2 დღიანი ტრეინინგი, თემებზე: ადამიანის უფლებები და შშმ ბავშვთა შესაძლებლობების განვითარება.

ტრეინინგის განმავლობაში მათ მიეცათ საშუალება დაეფიქსირებინათ თავიანთი სურვილი თუ საქართველოს რომელ რაიონში (სადაც არ არის განვითარებული შშმ ბავშვთა სერვისები) სურდათ მოეხდინათ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მშობლებმა შეადგინეს მცირე-ფორმატიანი ბიო (პორტფოლიო) საკუთარი თავის შესახებ და საკუთარი გამოცდილების შესახებ: რა გზა გაიარეს იმ დღიდან, როდესაც შეეძინათ (ან მათ შვილმა შეიძინა შეზღუდული შესაძლებლობები) შშმ ბავშვი, რა ძირითადი ბარიერები შეხვდათ, როგორ გადალახეს ეს ბარიერები, რას ურჩევენ ახალ მშობლებს.

პროექტის მომდევნო ეტაპი მოიცავდა 2 დღიან ვიზიტს რეგიონში (ბათუმი).სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული  ცენტრი“ დაუკავშირდა, სოციალური მომსახურების სააგენტოს. მათი საშუალებით მოხდა ინფორმაციის გავრცელება და შშმ ბავშვების მშობელთა მოწვევა საგანმანათლებლო ტრეინინგზე. სულ შეირჩა 20 მშობელი.

მომდევნო ტრეინინგი განხორციელდა თელავში,სადაც ანალოგიურად შეირჩა 20 მშობელი.

პროექტის მე-3 ეტაპზე თანასწორ განმანათლებელ მშობლებთან ერთად განხორციელდება მცირე ინიციატივები (სპეციალური დღის აღნიშვნა, თვითმმართველობის ბიუჯეტის მონიტორინგი და დაგეგმვაში მონაწილეობა, ტრეინინგები ა.შ.)რაიონებში (ბათუმი,თელავი).

პროექტის დასკვნით ეტაპზე დაგეგმილია კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პროექტში  მონაწილე ყველა მშობელი   და იმსჯელებენ საქართელოში თანასწორ-განმანათლებელ მშობელთა პოტენციასა და მნიშვნელობაზე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და შშმ ბავშვთა უფლებების დაცვის  მიზნისათვის.

4 thoughts on “ჩვენს შესახებ

  1. მივესალმები ამ პროექტის განვითარებას, ასევე სურვილი მაქვს საზოგადოების შემეცნების დონე ამაღლდეს, რათა შშმ პირების ჩართვა და იტეგრაცია მოხდეს საზოგადოებაში,ეს ხელს შეუწყობს შშმ პირების სრულყოფილ მოქალაქეებად დამკვიდრებას

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s